This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.
Ჩვენს შესახებ
Ჩვენს შესახებ
ინვესტიცია უძრავ ქონებაში თბილისში
- ჩვენი კომპანია ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა დიდი გეგმები და ჯანსაღი ამბიციები გვაქვს. 2023 წელს ჩვენი გუნდი სამშენებლო მოცულობის 300%-იან ზრდას გეგმავს.
- მშენებლობას ვაწარმოებთ უმაღლესი სტანდარტების დაცვით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამშენებლო ობიექტები კონსტრუქციული და სეისმური მდგრადობით გამოირჩევა.
- კომპანიის თითოეული მიმდინარე თუ სამომავლო პროექტი დახვეწილი ექსტერიერით, ეფექტური შიდა დაგეგმარებით და გამორჩეული ლოკაციით მომხმარებლის კომფორტზეა გათვლილი.
- ჩვენი ფასეულობაც სწორედ ასეთია, რომ შევქმნათ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი და ეს სტანდარტი ქართულ ბაზარზე დავამკვიდროთ. ვაპირებთ, აღებული გეზი და ტემპი არ დავკარგოთ, გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი ქართული არქიტექტურული შენობებით და გარკვეული წვლილი შევიტანოთ თბილისის ურბანულ განვითარებაში.
- გვინდა, ძველ თბილისს ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ და შევქმნათ მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისი.
- გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ რამდენიმე წელიწადში ბევრად გავზრდით მასშტაბებს და არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც შევძლებთ დადებითი ტენდენციების შექმნას.
ბექა ხოფერია დამფუძნებელი
01
ღირებულებები
ვაწარმოოთ მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული, მათ სურვილებს და საჭიროებებს მორგებული, უმაღლესი ხარისხის მშენებლობა, ამასთანავე ხელი შევუწყოთ ძველი თბილისის ურბანულ განვითარებას და განახლებას.
02
კულტურა
ხარისხი, რომელიც იგრძნობა თითოეულ დეტალში, ნოვატორობა, რაც წარმატებული ბიზნესის საწინდარია, პასუხიმგებლობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია მოიპოვო მომხმარებელთა ნდობა.