გამოძახება
კონტაქტები
დატოვეთ მოთხოვნა და ჩვენ დაგირეკავთ 10 წუთში!
აპარტ ჯგუფი წარმოგიდგენთ ბუტიკური ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს ძველ თბილისში, Old City Panorama II-ს. კომპლექსში წარმოდგენილია 1 და 2-საძინებლიანი ბინები, ასევე 3-საძინებლიანი პენტჰაუსები - ფართო ტერასებითა და უნიკალური ხედებით მთაწმინდაზე. პროექტი აერთიანებს 2 ფაზას, სადაც გათვალისწინებულია: აუზი და სპა ზონა, ფიტნესი, გამწვანებული მყუდრო ეზო, უსაფრთხოება 24/7, მიწისქვეშა ავტოსადგომები, კაფე-რესტორნები, კონსიერჟის სერვისი და სხვა პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურა. პროექტის პირველი ფაზა, Old City Panorama I დასრულებული და შესახლებულია, Old City Panorama II-ზე ბოლო გადახურვის ფილა დასხმულია, ხოლო საბოლოო სამშენებლო სამუშაოები 11 თვეში დასრულდება. ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით. მობინადრეებს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი პარტნიორი კომპანიის, აპარტ შოურუმის სერვისებით, რომელიც უზრუნველყოფს ინტერიერის დიზაინის, რემონტისა და ავეჯის შერჩევა-მოწყობის მომსახურებას.





