0%

სახლი, ის ადგილია, სადაც, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ყველაზე დიდ დროს ატარებენ, შესაბამისად, იგი უნდა ასოცირდებოდეს ჰარმონიასა და სიმყუდროვესთან. თუმცა, ამ მახასიათებლების შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინება.

ხმის იზოლატორის დამონტაჟება

დღის ბოლოს, როდესაც სახლში გადაღლილი ბრუნდებით, ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ, რაც მეტად რთულია იმ პირობებში, როდესაც თქვენ გვერდით მაცხოვრებლებისგან მუდმივი ხმაური გესმით. ამ, ერთი შეხედვით, არც თუ ისე მარტივი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია სახლში ხმის იზოლატორის დამონტაჟებით, რაც თავის მხრივ შეამცირებს ხმოვანი ბგერების სიმძლავრეს.

ინტერიერის ფერთა გამის სწორად შერჩევა

ფერებს, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ თქვენს გარშემო არსებული გარემოს ჩამოყალიბების პროცესში. სპეციალისტები გვირჩევენ თბილი ფერების გამოყენებას, რათა მხედველობის საშუალებით, ადამიანებმა მიიღონ სიამოვნება და სტრესული დღის შემდეგ, შეძლონ განტვირთვა.

მეტი დეკორატიული მცენარე სახლში

მცენარეები უზრუნველყოფენ ჰაერის სისუფთავესა და ჰარმონიული გარემოს შექმნას სახლში. მეცნიერებმა, არაერთხელ დაამტკიცეს ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებსაც ხშირად აქვთ შეხება მცენარეებთან, არიან უფრო მშვიდი ბუნების და კრეატიულები. ამდენად, მათ შეუძლიათ სტრესის მინიმუმამდე დაყვანა. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ ის წარმოადგენს, რომ მწვანე ფერი დადებითი ენერგიით ავსებს ადამიანს.

ავეჯის სწორად შერჩევა

ავეჯი არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახლის კომფორტულ გარემოდ ჩამოყალიბებას. შესაბამისად, მანამ, სანამ ავეჯის შეძენას გადავწყვეტთ, აუცილებელია დავფიქრდეთ სივრცის სწორად ათვისებაზე და კარგად განვსაზღვროთ ჩვენი სურვილები და შესაძლებლობები, რომლებიც სახლს გააჩნია. ვინაიდან, მათ გადაჭარბებულ ან თუნდაც ნაკლებ რაოდენობას ყველაფრის გაფუჭება შეუძლია.

ბლოგი

სხვა სტატიები

card

ფერთა ფსიქოლოგია ინტერიერის მოწყობისას

სრულყოფილება ნამდვილად რომ დეტალებშია, არაერთხელ დამტკიცდა სხვადასხვა მეცნიერისა

0

card

რატომ ითვლება უსაფრთხო საინვესტიციო სფეროდ უძრავი ქონება?

ჭეშმარიტი მოცემულობაა, რომ უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სწორი, უსაფრთხო და საიმედო სფეროა ინვესტიიციისთვის.

0

card

როგორია გადახდის პირობები, თბილისში ბინა შეძენის შემთხვევაში?

ბინის შეძენა, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყოს, დეველოპერები

0

card

როგორ უნდა შეიძინოს ბინა საქართველოში, ემიგრაციაში მყოფმა პირმა?

ის, რაც ადრე შეუძლებელი გვეგონა, დღეს ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა - კომუნიკაციის მთავარი საშუალებები

0

card

როგორ ნიადაგზე შენდება კორპუსი?

ადგილის განსაზღვრა და მიწის სამუშაოების სწორად ჩატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმაში დასაწრმუნებლად,

0

card

როგორ მოვაწყოთ აპარტამენტი სასტუმროს სტილში?

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებში,

0

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა