0%

ჭეშმარიტი მოცემულობაა, რომ უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სწორი, უსაფრთხო და საიმედო სფეროა ინვესტიიციისთვის. მეტიც, ოქროსა და ვერცხლის ნივთების ინვესტირებასთან ერთად, უძრავი ქონება, კაპიტალის გაზრდის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ხერხად მიიჩნევა. უამრავი ცნობილი და სახელგანთქმული ბრენდის თუ ბიზნესისთვის, რომელიც სხვადასხვა სფეროში წარმოების, ან სულაც კვების ბიზნესად გვევლინება, რეალურად, ძირითად შემოსავლის წყაროდ სწორედ მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას თვლის.

ამის ნათელი მაგალითია კვების ობიექტების ისეთი გიგანტი ქსელი მსოფლიო მასშტაბით, როგორც მაკდონალდსია. კომპანია, რესტორნების შენობების უმრავლესობას თავად ფლობს და აქირავებს ფრანჩაიზერებზე, რომელთაც ბრენდის სახელის გამოყენების უფლება აქვთ. შესაბამისად, დედა კომპანია ფლობს უძრავ ქონებას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და განუწყვეტლივ იღებს მოგებას იჯარიდან. ამ გადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, მაკდონალდსი უძრავი ქონების კომპანია უფროა, ვიდრე სწრაფი კვების ქსელი.

უძრავი ქონება ერთ-ერთი საიმედო ინვესტიციაა იმ მხრივაც, რომ ქონების ფასი, ბაზრის ტენდენციებზე დაკვირვებით, უფრო მეტად იზრდება, ვიდრე იკლებს. მზარდია გაქირავების მოთხოვნა და ფასიც.

სარგებლის მიღება შესაძლებელია როგორც მოკლევადიანი გაყიდვით, ისე იჯარით. შეგიძლიათ გააქირაოთ ბინა ტურისტებზე, დარეგისტრირდეთ ტურისტულ პლატფორმებზე, რომელიც ბევრად უფრო გაგიადვილებთ კლიენტის პოვნას, ასევე გააქირაოთ გრძელი ვადით და უფრო დიდი ღირებულების ქონებაში რეინვესტირებით. გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მეთოდს წარმოადგენს ინვესტორის პორტფელის დივერსიფიკაციისა და დამატებითი ურისკო შემოსავლისათვის. ასეთ შემთხვევაში, უძრავი ქონება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, თვითონ ამოიღებს საკუთარი ღირებულების საფასურს და იგი თქვენს საკუთრებაში დარჩება.

მაშინ, როდესაც საქართველოში არ არსებობს ფინანსური ქაღალდების და კაპიტალის ბაზარი, ერთ-ერთ გრძელვადიან ინვესტიციად, რომელიც ყველაზე დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული, უძრავი ქონება შეიძლება ჩაითვალოს.

ქონების შესაძენად, დაფინანსების წყაროდ, დღეისათვის აპრობირებული მეთოდი ბანკთან თანამშრომლობაა, ან უკეთეს შემთხვევაში, დეველოპერული კომპანიების მიერ შემოთავზებული შიდა, უპროცენტო განვადება, რადგან მსესხებლიც სწორად საზღვრავს რისკს, რადგან უძრავი ქონება ხელშესახები და მყარი აქტივია.

კომპანია აპარტ დეველოპმენტი, ტურისტულად აქტიურ ზონაში, კერძოდ კი ძველ თბილისში ლოკალიზდება, გთავაზობთ სხვადასხვა საფასო კატეგორიის ბინებს, რომელიც სწორედაც საინვესტიციო ტიპის კომპლექსებზე ორიენტირდება. ჩვენთან გაკეთებული ინვესტიცია სწორად გათვლილი, სტაბილური შემოსავლის წყარო იქნება.

ბლოგი

სხვა სტატიები

card

ფერთა ფსიქოლოგია ინტერიერის მოწყობისას

სრულყოფილება ნამდვილად რომ დეტალებშია, არაერთხელ დამტკიცდა სხვადასხვა მეცნიერისა

მეტი

card

როგორია გადახდის პირობები, თბილისში ბინა შეძენის შემთხვევაში?

ბინის შეძენა, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყოს, დეველოპერები

მეტი

card

როგორ უნდა შეიძინოს ბინა საქართველოში, ემიგრაციაში მყოფმა პირმა?

ის, რაც ადრე შეუძლებელი გვეგონა, დღეს ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა - კომუნიკაციის მთავარი საშუალებები

მეტი

card

როგორ ნიადაგზე შენდება კორპუსი?

ადგილის განსაზღვრა და მიწის სამუშაოების სწორად ჩატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმაში დასაწრმუნებლად,

მეტი

card

როგორ მოვაწყოთ აპარტამენტი სასტუმროს სტილში?

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებში,

მეტი

card

როგორ დავზოგოთ სივრცე ინტერიერში?

თუ თქვენი სახლი, ან რომელიმე კონკრეტული ოთახი პატარაა, უნდა გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსეობს და ეს გამოსავალი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მისაღებია.

მეტი

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა