გამოძახება
კონტაქტები
დატოვეთ მოთხოვნა და ჩვენ დაგირეკავთ 10 წუთში!
სახლი, ეს ის ადგილია, რომელსაც ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. პანდემიამ ჩვენი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა. სოციალურად აქტიური ცხოვრების შემდეგ ადამიანების უმრავლესობას მოგვიწია ჩვეული ცხოვრების წესის შეცვლა და სრულიად განსხვავებული რუტინით ცხოვრება, ამჟამად დიდი დროის სახლში გატარება გვწევს, აქედან გამომდინარე მსოფლიოს წამყვანი ინტერიერის დიზაინერები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე სამყაროში კომფორტი ახლა უფრო პრიორიტეტული და ტრენდული ხდება.
როგორია გემოვნებიანი დიზაინის და კომფორტის შერწყმა?
სასურველია გამოვყოთ სამუშაო კუთხე (ოფისის იმიტაცია) ანუ ეგრეთწოდებულ ZOOM friendly სივრცე.გამოიყენეთ წაბლის ხის დეტალები, თბილი ფერები, წიგნის თაროები, ნაკლებად მასიური ავეჯი და მეტი დაძველებული, ვინტაჟური ნივთები.
დეკორაციებთან დაკავშირებით, წამყვანი დიზაინერები ამბობენ, რომ:
კედლის დეკორატიული ნახატები უფრო აქტუალური და დომინანტური ხდება.ვინდაიდან, სახლში მეტი დროის გატარება გვიწევს, სასურველია კედლები უფრო საინტერესო გავხადოთ, შესაბამისად – დავტოვოთ ნაკლები ცარიელი სივრცე. ამისთვის დაგვჭირდება ნივთები, რომელიც სიცარიელეს შეავსებს და გარემოს უფრო საინტერესოს გახდის.დიზაინერების განმარტებით, 2021 წელი არტისტებს ეკუთვნის, ამიტომ აუცილებელია, მეტი დრო და ენერგია დავუთმოთ დეკორაციებს, რაც გარემოს უფრო ეფექტურ ვიზუალს მისცემს. მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ხის თბილი ტონები, დარიჩნის და ფორთოხლის ფერები, რომელიც ოთახს მეტად მიმზიდველს ხდის.
ძველის და ახალის სინთეზი კვლავ მოდაშია!
გადაადგილეთ ავეჯი ოთახებში, გამოამზეურეთ ნივთები, რომლებსაც ინახავდით და თქვენთვის რაიმე კონკრეტული ისტორია ან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.პანდემიამ გვასწავლა, რომ ადგილი, სადაც ვცხოვრობთ, უნდა იყოს პრაქტიკული და ფუნქციური, ამასთან ერთად ყველაფერი ჩვენს სურვილებზე მორგებული.ნაკლებად გამოვიყენოთ ბეჟი/ ნაცრისფერი და მეტი ვარდისფერი/ცისფერი ტონები.