0%

ყველასთვის ცნობილია ფაქტი, რომ მცენარეების გამოყენება ინტერიერის დიზაინში, გარემოს უფრო ცოცხალ და ლამაზ იერს სძენს, თუმცა არსებობს კიდევ მრავალი მიზეზი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მცენარეებს იმაზე ბევრად მეტი დატვირთვა აქვთ, ვიდრე უბრალოდ სილამაზე და ესთეტიკაა.

დეკორაციებს ინტერიერის დიზაინში სიმშვიდე შემოაქვს, ადამიანების უმრავლესობას დღის განმავლობაში დიდ დროის გატარება უწევთ დახურულ სივცეებში, სამსახურში ან სახლში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გამწვანება ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. მცენარეები შფოთვისა და გადაღლილობის შეგრძნებას ამცირებს, პოზიტიურად მოქმედებს განწყობაზე, ფილტრავს ჰაერს, აჯანსაღებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს.

სტრესის შემცირება

სიმწვანესთან სიახლოვე გვიქმნის სიმსუბუქის განცდას და გვეხმარება სტრესისგან გათავისუფლებაში. სტატისტიკურად, დასაქმებულები უფრო პროდუქტიულები არიან ისეთ ოფისებში, სადაც მეტი გამწვანებაა. არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, მცენარეები და მწვანე გარემო მოსწავლეების ორგანიზმზეც დადებითად აისახება, ხელს უწყობს გონების მუშაობას და ამცირებს თავის ტკივილს.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფორმაცია მცენარეების შესახებ, ვიცით, რომ ასუფთავებს ჰაერს, შთანთქავს ნახშიროჟანგს და მას ჟანგბადად აქცევს. ოთახის ყვავილი, სანსევიერა, იმ იშვიათ მცენარეებს შორისაა, რომელიც ყველაზე აქტიურად შთანთქავს ნახშიროჟანგს და ღამით ჟანგბადს გამოყოფს (მაშინ, როდესაც მცენარეთა უმრავლესობა ჟანგბადს დღის მანძილზე გამოყოფენ). სწორედ ამიტომ, საძინებელში მათი განთავსება გონივრული გადაწყვეტილებაა.

“ბედნიერების კოეფიციენტის ზრდა“

მცენარეებსა და გარემოზე ზრუნვა ემოციური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, საუკეთესო საშუალებაა. მათზე ზრუნვა ადამიანებს თავს უფრო მნიშვნელოვნად და საჭიროდ აგრძნობინებს. ეს საკითხი სტრესის მართვასთან არის დაკავშირებული, რაც პირდაპირპროპორციულია ადამიანური ბედნიერების კოეფიციენტის ზრდასთან.

ხმაურის ჩახშობა

ხეებს ხმაურის დახშობა შეუძლიათ, ინტერიერის მცენარეების საშუალებით კი სახლში ქუჩიდან შემოსული ქაოტური ხმაური ნაკლებად შეგაწუხებთ. მცენარეებს და ფოთლებს განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ, რომლის საშუალებითაც, მათი მოთავსება ოთახში, ნაკლებად ხმაურიან, უფრო მშვიდ გარემოს შეგიქმნით.

ესთეტიური სიამოვნება

ვიზუალური ესთეტიკისთვის, მცენარეების განთავსება სახლის სხვადასხვა კუთხეში ქმნის მყუდრო და ინდივიდუალურ, ფერად და მშვიდ ატმოსფეროს. სიმწვანე ძალიან უხდება როგორც ძველ, ისე თანამედროვე, მინიმალისტურ გარემოს. რაც მთავარია, არ აქვს მნშვნელობა რა ფერებია გამოყენებული ინტერიერში, რადგან მცენარეები არავითარ შემთხვევაში არ მოვა წინააღმდეგობაში, რომელიმე დომინანტ ფერთან.

ბლოგი

სხვა სტატიები

card

ფერთა ფსიქოლოგია ინტერიერის მოწყობისას

სრულყოფილება ნამდვილად რომ დეტალებშია, არაერთხელ დამტკიცდა სხვადასხვა მეცნიერისა

0

card

რატომ ითვლება უსაფრთხო საინვესტიციო სფეროდ უძრავი ქონება?

ჭეშმარიტი მოცემულობაა, რომ უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სწორი, უსაფრთხო და საიმედო სფეროა ინვესტიიციისთვის.

0

card

როგორია გადახდის პირობები, თბილისში ბინა შეძენის შემთხვევაში?

ბინის შეძენა, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყოს, დეველოპერები

0

card

როგორ უნდა შეიძინოს ბინა საქართველოში, ემიგრაციაში მყოფმა პირმა?

ის, რაც ადრე შეუძლებელი გვეგონა, დღეს ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა - კომუნიკაციის მთავარი საშუალებები

0

card

როგორ ნიადაგზე შენდება კორპუსი?

ადგილის განსაზღვრა და მიწის სამუშაოების სწორად ჩატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმაში დასაწრმუნებლად,

0

card

როგორ მოვაწყოთ აპარტამენტი სასტუმროს სტილში?

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებში,

0

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა