0%

ძველი თბილისის გამორჩეული კომპლექსი ახალი კორპუსები – OLD CITY PANORAMA კომპანია აპარტ დეველოპმენტისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, აქედან გამომდინარე ჩვენთვის უპირატესია ხარისხის მუდმივი კონტროლი და მომხმარებელთა ინფორმირებულობა.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა სამშენებლო მასალით ვაშენებთ, რა კრიტერიუმებით ვარჩევთ მათ და რა არის პრიორიტეტული კომპანიისთვის ამ კუთხით. სწორედ ამიტომ მოვამზადეთ ბლოგი, საიდანაც უკეთ შეიტყობთ, დეტალურ ინფორმაციას, ოლდ სითი პანორამას და ზოგადად აპარტ დეველოპმენტის, ხარისხთან დამოკიდებულების შესახებ.

აპარტამენტები მწვანე კარკარსის კონდიციით ბარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ მხოლოდ კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარება დაგჭირდებათ.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის მნიშვნელოვანი და საბაზისო მასალები, რომლის მაღალი ხარისხიც მყარი შენობის საფუძველია:

ბეტონი და არმატურა – ეს ის ძირითადი საშენი საშუალებებია, რომლის გამოყენებაც მშენებლობის საწყისი ეტაპიდანვე აუცილებელია. ვინაიდან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარანტიები, აპარტ დეველოპმენტი იყენებს ექსპერტების მიერ, ლაბორატორიულად დამოწმებულ მაღალი ხარისხის ბეტონს.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, არის კომპანია, რომელიც გვაწვდის მაღალი ხარისხის, სერთიფიცრებულ არმატურას.

მდგრადობის, თბოიზოლაციისა და ხმაურის შეკავების თვალსაზრისით, ვიყენებთ ბეტონის და პემზის ბლოკებს, რომლითაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ლეგი“ გვამარაგებს.

იმისთვის, რომ გავამყაროთ ჩვენი მისია – განვაახლოთ ძველი თბილისი და თან შევუნარჩუნოთ არქიტექტურული იერსახე, გადავწყვიტეთ, მოსაპირკეთებელ მასალად გამოვიყენოთ ფასადის აგური.

ვინაიდან, აპარტამენტებს ვაბარებთ მწვანე კარკასის კონდიციაში, მომხმარებლებს ვახვედრებთ კერამოგრანიტით მოპირკეთებულ აივნებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მყარი და ამტანი მასალაა, დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, მასზე არ მოქმედებს მექანიკური დაბინძურება და აგრესიული ქიმიური საშუალებებით დამუშავებაც კი.

კარ-ფანჯარა ერთ-ერთი მნიშნველოვანი საკითხია, როდესაც საქმე ეხება ხმის იზოლაციას. მიუხედავად იმისა, რომ ოლდ სითი პანორამა მდებარეობს მშვიდ bუბანში, გვსურს მაცხოვრებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დაგახვედროთ მაღალი ხარისხის, ალუმინის კარ-ფანჯარა ორმაგი შუშით, რაც მოგცემთ გარანტიას, რომ ხმაური არასდროს შეგაწუხებთ.

პროფესიონალი დიზაინერების მიერ შექმნილი, დახვეწილი ინტერიერი და ექსტერიერი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ Old City Panorama სწორი არჩევანია.

შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასალის და მშენებლობის ხარისხი და პროფესიონალი გუნდი, რომელიც ქმნის ყველაფერს თქვენი კომფორტისთვის.ნებისმიერ პროდუქტი, რომელსაც ვიყენებთ, არის შემოწმებული და სერთიფიცირებული. გვსურს, როგორც პროექტის ხარისხით, ასევე თანამშრომლობით მომხმარებელთა გრძელვადიანი კმაყოფილება შევინარჩუნოთ.

ბლოგი

სხვა სტატიები

card

ფერთა ფსიქოლოგია ინტერიერის მოწყობისას

სრულყოფილება ნამდვილად რომ დეტალებშია, არაერთხელ დამტკიცდა სხვადასხვა მეცნიერისა

0

card

რატომ ითვლება უსაფრთხო საინვესტიციო სფეროდ უძრავი ქონება?

ჭეშმარიტი მოცემულობაა, რომ უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სწორი, უსაფრთხო და საიმედო სფეროა ინვესტიიციისთვის.

0

card

როგორია გადახდის პირობები, თბილისში ბინა შეძენის შემთხვევაში?

ბინის შეძენა, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყოს, დეველოპერები

0

card

როგორ უნდა შეიძინოს ბინა საქართველოში, ემიგრაციაში მყოფმა პირმა?

ის, რაც ადრე შეუძლებელი გვეგონა, დღეს ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა - კომუნიკაციის მთავარი საშუალებები

0

card

როგორ ნიადაგზე შენდება კორპუსი?

ადგილის განსაზღვრა და მიწის სამუშაოების სწორად ჩატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმაში დასაწრმუნებლად,

0

card

როგორ მოვაწყოთ აპარტამენტი სასტუმროს სტილში?

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებში,

0

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა