0%

ის, რაც ადრე შეუძლებელი გვეგონა, დღეს ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა – კომუნიკაციის მთავარი საშუალებები, რომლის გარეშე ცხოვრებაც დღეს ჩვენთვის წარმოუდგენელია – მობილური ტელეფონი თუ კომპიუტერი გვეხმარება დავამყაროთ დისტანციური კომუნიკაცია ადამიანებთან.

ბინის შეძენა, დისტანციურად, სულ რამდენიმე წლის წინ, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, თუმცა ეს ხდება, თანაც საკმაოდ ხშირად. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის კი მხოლოდ ერთი საკომუნიკაციო საშუალებაა საჭირო – ინტერნეტ კავშირი. დისტანციური სერვისები აქტუალური და ნაცნობი გახდა ყოველი ჩვენგანისთვის. ამიტომაც აპარტ დეველოპმენტი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული დეველოპერული კომპანია, ზრუნავს მობინადრეებსა თუ პოტენციურ მომხმარბელებზე და ცდილობს მიიღოს მათთვის საჭირო გადაწყვეტილებები.

ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ემიგრანტებისთვის ბინის შეძენის პროცესის გამარტივებაა, რადგან ცხადია, მათ ამ გადაწყვეტილების მიღება დისტანციურად უწევთ, რაც საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, აპარტ დეველოპმენტმა შეიმუშავა სპეციალური დისტანციური სერვისები, რომლებიც ქვეყნის გარეთ მაცხოვრებლებისთვის ბინის შეძენასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს გაამარტივებს და შეამსუბუქებს.

შესაბამისად ქვეყნის გარეთ მაცხოვრებლებს ვაძლევთ საშუალებას, თვალი ადევნონ პირდაპირ ჩართვებს სამშენებლო მოედნიდან და აკონტროლონ მიმდინარე პროცესი, რითაც დარწმუნდებიან, რომ ნამდვილად აქტიურ რეჟიმში მიმდინაროებს პროექტის მშენებლობა.

ჩვენ დაგეხმარებით იურიდიული საკითხების მოგვარებაში დისტანციურად. გაგიწევთ ონლაინ კონსულტაციას თქვენთვის ხელსაყრელ დროს (დროში სხვაობის გათვალისწინებით). ასევე გთავაზობთ დისტანციურ საბანკო სერვისებს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს.

აპარტ დეველოპმენტში ბინის შეძენა გონივრული ინვესტიციაა, რადგან გთავაზობთ გაქირავების სერვისსაც, რაც მოიცავს: კლეინტთან კომუნიკაციას, ტერიტორიის დასუფთავებას, ფინანსურ ანგარიშგებას, რუმ სერვისს და დაცვას 24/7.

დისტანციური სერვისები ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ამ შემთხვევაში, საჭიროა მინდობილი პირის არსებობა (საქართველოს მოქალაქე), რომელიც საბუთების გაფორმების პროცესში მიიღებს მონაწილეობას, როგორც იურიდიულ, ისე საბანკო ნაწილში.

გლობალიზაციის პროცესში, ცხოვრების ტემპი მნიშვნელოვნად აჩქარდა. როგორც ბიზნესს, ისე მოქალაქეებს გვმართებს ფეხი ავუწყოთ პროგრესს და მოვახერხოთ მასთან ადაპტირება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ბინის შეძენა დისტანციურად, თუ სხვადასხვა საკითხზე საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება ონლაინ რეჟიმში.

ბლოგი

სხვა სტატიები

card

ფერთა ფსიქოლოგია ინტერიერის მოწყობისას

სრულყოფილება ნამდვილად რომ დეტალებშია, არაერთხელ დამტკიცდა სხვადასხვა მეცნიერისა

0

card

რატომ ითვლება უსაფრთხო საინვესტიციო სფეროდ უძრავი ქონება?

ჭეშმარიტი მოცემულობაა, რომ უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სწორი, უსაფრთხო და საიმედო სფეროა ინვესტიიციისთვის.

0

card

როგორია გადახდის პირობები, თბილისში ბინა შეძენის შემთხვევაში?

ბინის შეძენა, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყოს, დეველოპერები

0

card

როგორ ნიადაგზე შენდება კორპუსი?

ადგილის განსაზღვრა და მიწის სამუშაოების სწორად ჩატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმაში დასაწრმუნებლად,

0

card

როგორ მოვაწყოთ აპარტამენტი სასტუმროს სტილში?

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებში,

0

card

როგორ დავზოგოთ სივრცე ინტერიერში?

თუ თქვენი სახლი, ან რომელიმე კონკრეტული ოთახი პატარაა, უნდა გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსეობს და ეს გამოსავალი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მისაღებია.

0

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა