0%

სრულყოფილება ნამდვილად რომ დეტალებშია, არაერთხელ დამტკიცდა სხვადასხვა მეცნიერისა თუ ხელოვანის მიერ. თუმცა საინტერესოა, რამდენად ვრცელდება ეს საყოველთაოდ აღიარებული ფრაზა იმ გარემოზე, რომელსაც საკუთარი ხელით ვქმნით. აღსანიშნავია, რომ ინტერიერში გამოყენებულ ფერთა გამას შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს ადამიანის განწყობაზე, შემოქმედებით უნარებსა და კიდევ მრავალ სხვა ცხოვრებისეულ ასპექტზე.

ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ ყოველთვის გავითვალისწინოთ საკუთარი სურვილები და ისე ავარჩიოთ ჩვენივე სახლის თუ ოფისის აღჭურვილობა, ვინაიდან იგი ჩვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს სასურველი. იმისთვის, რომ ყველა დეტალი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდეს საჭიროა ფერების სწორად შერჩევაც.

თეთრი – თეთრის შედარებით ჭარბად გამოყენება ინტერიერის მოწყობისას საკმაოდ სწორ ნაბიჯად ითვლება, ვინაიდან იგი ყველა ფერის სინთეზს წარმოადგენს და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს იზიდავს. მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და სივრცეს სისუფთავის ელფერს სძენს.

შავი – შავი ფერის რბილი ავეჯი არც თუ ისე იშვიათად გამოიყენება ოფისებსა თუ სახლის ბიბლიოთეკებში. მას აქვს მკაცრი იერსახე და იდეალურად ერწყმის საქმიან გარემოს.

ვარდისფერი – ხშირად ვარდისფერს ბავშვების ფერადაც მოიხსენიებენ. იგი კარგად ერგება სხვადასხვა ტონალობას, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს მწვანე. ვარდისფერი ადამიანს ეხმარება განტვირთვაში, მოდუნებასა და სიმშვიდის მოპოვებაში.

ლურჯი – ლურჯის სხვადასხვა ტონალობის გამოყენება ინტერიერში რეკომენდებულია, რადგან იგი ასოცირდება ჰარმონიულობასთან. ლურჯი ადამიანს ეხმარება სიმშვიდის მოპოვებასა და დაძინებაში, რის გამოც მის სხვადასხვა ტონალობას ხშირად იყენებენ საძინებლის მოწყობისას.

მწვანე – მწვანე ფერი ასოცირდება ბუნებასთან. მისი გამოყენება შესაძლებელია ოთახის დეკორატიული მცენარეების სახით. ყოველივე ამით კი არა მარტო თავისუფალი სივრცის შევსებას უზრუნველვყოფთ, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გარემოსაც შევქმნით.

ბლოგი

სხვა სტატიები

card

რატომ ითვლება უსაფრთხო საინვესტიციო სფეროდ უძრავი ქონება?

ჭეშმარიტი მოცემულობაა, რომ უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სწორი, უსაფრთხო და საიმედო სფეროა ინვესტიიციისთვის.

0

card

როგორია გადახდის პირობები, თბილისში ბინა შეძენის შემთხვევაში?

ბინის შეძენა, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყოს, დეველოპერები

0

card

როგორ უნდა შეიძინოს ბინა საქართველოში, ემიგრაციაში მყოფმა პირმა?

ის, რაც ადრე შეუძლებელი გვეგონა, დღეს ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა - კომუნიკაციის მთავარი საშუალებები

0

card

როგორ ნიადაგზე შენდება კორპუსი?

ადგილის განსაზღვრა და მიწის სამუშაოების სწორად ჩატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმაში დასაწრმუნებლად,

0

card

როგორ მოვაწყოთ აპარტამენტი სასტუმროს სტილში?

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებში,

0

card

როგორ დავზოგოთ სივრცე ინტერიერში?

თუ თქვენი სახლი, ან რომელიმე კონკრეტული ოთახი პატარაა, უნდა გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსეობს და ეს გამოსავალი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მისაღებია.

0

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა