0%

დეველოპერულ ბაზარზე ცნობილი კომპანია „Apart Group“ განვითარების ახალ ფაზაში გადადის. კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია ბიზნესის მოდელის გარდაქმნა და ფოკუსის გადატანა დეველოპერული პროექტების მენეჯმენტსა და განვითარებაზე, აგრეთვე არქიტექტურული მიმართულების გაძლიერებაზე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ნაბიჯით „Apart Group“ კიდევ უფრო გაამყარებს საკუთარ პოზიციას სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში, სადაც კონკურენცია დღითიდღე იზრდება. „ჩვენი მიზანია, ყოველი პროექტი იქცეს ხარისხისა და პასუხისმგებლობის სინონიმად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, სრული ენერგია მივმართოთ იმ მიმართულებებისკენ, სადაც შეგვიძლია მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა, ორიენტირი ავიღოთ ახალი და ინოვაციური პროექტების შექმნასა და დეველოპმენტზე “ – აღნიშნავენ კომპანიაში. სამშენებლო პროცესის ხარისხისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად, „Apart Group“-მა დაიწყო თანამშრომლობა ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ სამშენებლო პარტნიორთან – კომპანიასთან „ადლი“, რომელსაც სამშენებლო სფეროში უკვე ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს. „ადლი“ ცნობილია თავისი თანამედროვე მიდგომებით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და უმაღლესი ხარისხით შესრულებული სამუშაოებით. მის პორტფელში მრავალი მსხვილი, წარმატებით დასრულებული პროექტია როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული მიმართულებით. ამ ეტაპზე „ადლი“ „Apart Group“-ის პარტნიორი გახდა ძველი თბილისის პროექტებზე. ეს სივრცე განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ზუსტ დაგეგმვას მოითხოვს – აქ ისტორიული არქიტექტურა უნდა შეერწყას თანამედროვე სტანდარტებს ისე, რომ შენარჩუნდეს ქალაქის უნიკალური იდენტობა. „Apart Group“-ის თქმით, სწორედ ამ კომპლექსურ გარემოში გამოიხატება კომპანიის გამოცდილება და პროფესიონალიზმი. „ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სამშენებლო პროცესის თითოეული ნაბიჯი იყოს წინასწარ გაწერილი და გამართული. ამისათვის გვჭირდება სანდო და კვალიფიციური სამშენებლო პარტნიორი, ხოლო ჩვენი გუნდი ფოკუსირდება ხარისხის კონტროლსა და მენეჯმენტის გამყარებაზე,“ – აცხადებენ კომპანიაში. გარდა მიმდინარე პროექტებისა, „Apart Group“ აქტიურად მუშაობს ახალ, უფრო მასშტაბურ დეველოპერულ ინიციატივებზე, რომლებიც მოიცავს როგორც თბილისს, ისე ბათუმს. კომპანიის მთავარი ამოცანა უცვლელია – პარტნიორებთან ერთად შექმნას ისეთი საცხოვრებელი და კომერციული სივრცეები, რომლებიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით. „ეს არის სტანდარტი, რომელსაც ჩვენ ჩვენს მობინადრეებსა და კლიენტებს ვპირდებით,“ – აცხადებენ „Apart Group“-ში.

სიახლეები

ბოლო სიახლე

card

ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს

ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს - ინტერვიუ ბექა ხოფერიასთან.

2023 წლის 27 ივნისს

მეტი

card

#OK! OLD CITY PANORAMA ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს

სამშენებლო კომპანია Apart Development-მა თავისი უნიკალური პროექტით ახალი სული შთაბერა ძველ თბილისს ისე

2021 წლის 7 მაისი

მეტი

card

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ახალი წევრი - "აპარტ დეველოპმენტი"

გარდა დეველოპმენტი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შეუერთდა შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებადი კომპანია.

2021 წლის 20 მაისი

მეტი

card

რა გეგმები აქვს “აპარტ დეველოპმენტს”?

40 ათასი კვადრატულის მშენებელმა კომპანია აპარტ დეველოპმენტმა ოფისი გახსნა.

2022 წლის 23 ივნისი

მეტი

card

ძველი ქალაქის პანორამა - ახალი სიცოცხლე ძველ თბილისში

თუ აქამდე არ იცოდით, ახლა შესანიშნავი დროა გაეცნოთ კომპანიას

12 თებერვალი 2021

მეტი

card

ჯანსაღი ამბიცია

300%–იანი ზრდა 2022–2023 წლებში – ბექა ხოფერიას „აპარტ დეველოპმენტის“ განვითარებისთვის კონკრეტული, გაზომვადი მიზანი აქვს დასახული.

2022 წლის 2 ნოემბერი

მეტი

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა