This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.
KRTSANISI MARGALITI
აირჩიეთ ბინები
აირჩიეთ სართული
საერთო ფართობი:
35 000 მ²
რეკრეაციული სივრცე:
5000 მ²
პროექტის აღწერა
"Krtsanisi Margaliti by Apart" საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც გაშენებულია 12 000 კვ.მ-ს, მიწის ფართობზე, ხოლო თვითონ სამშენებლო ფართი 35 000 კვ.მ-ს მოიცავს. პროექტი მდებარეობს კრწანისის რაიონში, მყუდრო დასახლებულ უბანში, რომელიც სრულიად მოწყვეტილია მანქანების გადაადგილებით გამოწვეული ხმაურიანი ზონებიდან. ოპტიმალური სივრცითი დაგეგმარებით და მრავალფუქნციური გარემოთი, პროექტი ქმნის გამორჩეულ, კომფორტულ საცხოვრებელ არეალს მობინადრეებისათვის. 5000 კვ.მ-ზე გაშენებული რეკრეაციული ზონა მოიცავს: ღია და დახურულ აუზს, საბავშვო გასართობ ზონას, ფიტნეს დარბაზს, კაფე-ბარს და სხვადასხვა კომერციულ სივრცეს. კომპლექსი მდებარეობს დაცულ ტერიტორიაზე, რომელსაც მოემსახურება 24/7 დაცვის სამსახური და კონსიერჟი. პროექტი სრულად მიმართულია მყუდრო განაშენიანების შექმნაზე. გათვლილია ენერგოეფექტურობაზე და ეკომეგობრული გარემოს შექმნაზე, რადგან დაცულ ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილება იქნება შეზღუდული. კომპანია ახალი საცხოვრებელი პროექტით აგრძელებს მაღალი სტანდარტების დანერგვას, რომლებიც აუმჯობესებენ მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "Krtsanisi Margaliti By Apart" - ადგილი, სადაც თქვენი ცხოვრების ხარისხი ახალ სიმაღლეებს აღწევს.
სერვისები
- ღია და დახურული აუზი
- ფიტნეს დარბაზი
- სარელაქსაციო სივრცეები
- საბავშვო სათამაშო ადგილები
- კაფე-რესტორანი
- კერძო პარკინგი
- დაცვა 24/7
- დასუფთავების სერვისი
გააკეთე ინვესტირება უძრავ ქონებაში თბილისში
ჩვენთან შეძენილი უძრავი ქონება არის საუკეთესო ინვესტიცია, რადგან პროექტი ხორციელდება თბილისის ძველ უბანში, ტურისტულად ყველაზე აქტიურ ზონაში, რაც განაპირობებს აპარტამენტების დატვირთულობას მთელი წლის განმავლობაში. უნიკალური პირობები: განვადებით მხოლოდ 5%