0%

ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს – ინტერვიუ ბექა ხოფერიასთან.

„გვინდა ძველ თბილისს ახალი სიცოცხლე მივცეთ და მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისი შევქმნათ“.

„აპარტ დეველოპმენტი“ საქართველოს დეველოპერული ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. 2019 წელს შექმნილმა კომპანიამ მუშაობა 2500 კვადრატული მეტრის სამშენებლო ფართობით დაიწყო და მალე ამ მაჩვენებელმა 40 000 კვადრატულ მეტრს გადააჭარბა.

GEORGIA TODAY შეხვდა „აპარტ დეველოპმენტის“ დამფუძნებელს ბექა ხოფერიას, რომელმაც მენეჯმენტის საკუთარი გამოცდილებით შექმნა ქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი კომპანია.

აპარტ დეველოპმენტი არც ისე დიდი ხანია გამოჩნდა ბაზარზე და საკმაოდ მაღალი ცნობადობა და სახელი დაიმკვიდრა. თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი, განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორების მხრიდან, თქვენი კომპანიისადმი წამოსული მაღალი ინტერესისა?

მართალია, კომპანია სულ 4 წლისაა, თუმცა საკმაოდ გამოცდილი გუნდი შეიკრიბა მენეჯმენტში და ვფიქრობ, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სწორი პოზიციონირება მოვახდინეთ ბაზარზე. სამშენებლო-დეველოპერული ბაზარი მართლაც საკმაოდ გაჯერებულია, ჩვენ კი სწორი ნიშა ვიპოვეთ და ძველი თბილისის ლოკაციაზე შევედით ახალი მშენებლობებით, რაც ბევრ კომპანიას გაუჭირდა, არ უღირდა დაბალი განაშენიანების, კოეფიციენტის და შესაბამისად, მომგებიანობიდ გამო. თუმცა განსაკუთრებით უცხოელი მომხმარებლის მხრიდან, მოთხოვნა დიდი იყო ამ ლოკაციაზე და გაამართლა ჩვენმა პროექტებმა.

პირველივე პროექტი, ძველ თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე გვქონდა, რომელიც რეკორდულად სწრაფად გაიყიდა, ამას მოჰყვა მეორე და მესემე, უკვე მასშტაბური მშენებლობები ამავე ტეროტორიაზე, დღეს კი უკვე ჩვენს ანგარიშზეა:

2 დასრულებული და 5 მიმდინარე, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი ძველ თბილისში. 1 სავაჭრო ცენტრი რუსთავი – თბილისის გზატკეცილზე. ჯამში დაახლოებით 35 000 კვ.მ სამშენებლო ფართი. 3 ოფისი, 150-მდე თანამშრომელი და საკმაოდ მსხვილი კაპიტალის მქონე კლიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი და მოსახერხებელია ჩვენი დისტანციური მომსახურების ცენტრი, სადაც ვეხმარებით კლიენტებს, საქართველოში ჩამოსვლის გარეშეც შეძლონ ბინის შეძენისთვის საჭირო პროცედურების გავლა: კონტაქტი ბანკებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და ა.შ. ჩვენ საიტზე 24 სთ-ს მანძილზე, მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს მშენებლობის მიმდინარე პროცესს. ასევე, ვთავაზობთ გაქირავების სერვისს. შეუძლიათ განახორციელონ ინვესტიცია და მალევე მიიღონ უკუგება თანხიდან, ისე რომ ამაში მინიმალურად არიან თავად ჩართულები – ყველა ეს კომფორმტი, მათთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გესმით, რომ ძველი თბილისი, ტურიტული ცენტრია და აქ გაქირავების მხრის შემოსავალი ბევრად მაღალი და ინტენსიურია, ვიდრე სხვა უბნებში, რაც მომგებიანი მათთვის.

ბევრი საუბრობს თქვენ პროექტზე, Old City Panorama, გვიამბეთ, რითია ის გამორჩეული?

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი მართლაც არის Old City Panorama, რომლის პირველი ფაზის მშენებლობაც სრულდება 3 თვეში და სექტემბერში გრანდიოზული გახსნის ღონისძიებისთვის ვემზადებით. კომპლექსში, გარდა იმისა, რომ უნიკალური, პანორამული ხედებია, გათვალისწინებულია საინტერესო გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცეები, ღია და დახურული აუზები, სპა, ფიტნეს დარბაზი, კაფე თუ ე.წ. CO-WORKING სივრცეები.

როგორ შეაფასებდით ძველი თბილისის განახლების პროცესს და მერიის ახალ ინიციატივას ამასთან დაკავშირებით?

მოხარული ვარ, თბილისის მერიის ინიციატივის, რომ აქტიურად დაიწყოს ძველ თბილისში ავარიული სახლების რეაბილიტაცია და ჩანაცვლება ახალი შენობებით. ცხადია, პროექტს გარკვეული სირთულეები ახლავს, მაგალითად მოსახლეობასთან მოლაპარაკება, უმეტესობას დარეგისტრირებულიც კი არ აქვთ ფართები და არარელევანტურ პირობებს ითხოვენ ინვესტორებისგან. თუ კი ამ ნაწილში, მერიას ექნება კომპლექსური ხედვა და შეთავაზება მოსახლეობასთან, ჩვენ ინვესტორები კი უკვე ,,სუფთა’’ მიწაზე დავიწყებთ მუშაობას, დიდ დროს და რესურს დავზოგავთ. ასევე, გასათვალისწინებელი იქნება k2 კოეფიციენტის თემა, რაც ძველ თბილისში ყველაზე რთულად ითვლება, სხვა უბნებში მომუშავე დეველოპერები კი გარკვეული შეღავაზეთით სარგებლობენ ამ ნაწილში.

გვიამბეთ საქართველოს სამშენებლო სტანდარტების შესახებ. გაუმჯობესდა თუ არა ისინი დროთა განმავლობაში და ასახავს თუ არა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ახალ სტანდარტებს, რომლებიც ქართულმა სამშენებლო კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ?

დღეის მდგომარეობით საქართველოში საბჭოთა სამშენებლო ნორმები მოქმედებს, თუმცა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ევრო ნორმებზე გადასასვლელად. ძირითადი სხვაობა არსებულსა და ევრო სტანდარტებს შორის სეისმომედეგობასთანაა დაკავშირებული, შესაბამისად შენობები უფრო სეისმომედეგი, უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება. ვფიქრობთ, რომ ძირითადი სამშენებლო სპექტრის მეტწილად მზადაა ააშენოს ევრონორმების შესაბამისად დაპროექტებული შენობები. რაც შეეხება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე საგრძნობლად გაუმჯობესდა მშენებლობის პროცესი, კომპანიების დიდმა ნაწილმა დაიწყო ძირითადი სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება, ასევე ჩამოყალიბდა ხარისხის კონტროლის მიმართულებები.

რამდენად მაღალია კონკურენცია სამშენებლო ხარისხის მხრივს დღეს ქართულ ბაზარზე?

სამშენებლო ხარისხი და მოთხოვნებიც, ნამდვილად უმჯობესდება. რასაც თან ახლავს კიდევ უფრო გამკაცრებული ნორმები და სტანდარტები, რაც საბოლოო ჯამში, წაადგება ჩვენ ქალაქს და ქვეყანას. ეს პროცესი ჩვენ მხოლოდ გვახარებს და გვაძლიერებს, ისევე, როგორც კონკურენტების არსებობა და მათი აქტივობები. რაც უფრო მეტი საინტერესო პროექტი იქნება ქყვეყანაში, მით მეტად გაუმჯობესდება ზოგადი ეკონომიკა ახალი ინვესტიციების თუ ტურიზმის ხარჯზე.

თბილისის შემდეგ დეველოპერული ბაზრის ყველაზე დიდი წილი ბათუმზე მოდის. ხედავთ თუ არა სხვა ქალაქებშიც პერსპექტივას და გეგმავთ თუ არა პროექტებს დედაქალაქის გარეთ?

ბათუმი ნამდვილად არის საინვესტიციოდ საინტერესო ლოკაცია, განსაკუთრებით უცხოელი კლიენტებისთვის, თუმცა ისიც აღსანიშნავია, როდესაც არჩევანს აკეთებენ ბათუმსა და თბილისს შორის, ცხადია, მაინც უპირატესობა დედაქალაქს ენიჭება რამდენიმე ფაქტორის გამო: ზღვისპირა ქალაქებისგან განსხვავებით, დედაქალაქს არ ახასიათებს სეზონური გაქირავება; თბილისში უფრო ხშირია გრძელვადიანი კონტრაქტები და ა.შ. თუმცა, ბათუმში მომატებული მშენებლობების ტემპი და რაოდენობა ხაზს უსვამს მის მიმზიდველობას. სწორედ ამიტომ, ცხადია, ჩვენც გვაქვს გარკვეული გეგმები ბათუმთან დაკავშირებით, რომელსაც მომდევნო წლებში განვახორციელებთ, თუმცა, ვფიქრობთ, აქაც შევინარჩუნებთ ჩვენს ნიშას და დავრჩებით ბათუმის ცენტრალური, ძველი ნაწილის საზღვრებში.

და ბოლოს, როგორია თქვენი კომპანიის შემდგომი განვითარების სტრატეგია?

ვფიქრობთ, რომ უკვე ბაზარიც მოითხოვს და ჩვენც მზად ვართ, ჩვენი კონცეფცია, ხარისხი და ლოკაციური უპირატესობები უფრო ფართო აუდიტორიას შევთავაზოთ. კონკრეტულ პროექტების დეტალებზე საუბრისგან, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები მიწის ნაწილში უკვე განვახორციელეთ. მიმდიმარეობს მუშაობა მასშტაბური განაშენიანების მქონე, 1000 და მეტ ბინიან, პრემიუმ კლასის კომპლექსებზე, თბილისის სხვადასხვა უბანში. თითოეული ახალი პროექტის კონცეფცია იქნება უნიკალური და გამორჩეული, მორგებული ქალაქის გენ. გეგმას.

მენეჯემენტი ემზადება დიდი გამოწვევების მისაღებად, ვთანამშრომლობთ რამდენიმე მოწვეულ ბიზნეს კონსულტანტთან, რომ სწორად შევძლოთ ძალების მობილიზება, რადგან მომდევნო 2 წლის გეგმაში კომპანიის მასშტაბი არა, 100 და 200, არამედ თითქმის 1000%-ით გაიზრდება.

სიახლეების ბმული

სიახლეები

ბოლო სიახლე

card

#OK! OLD CITY PANORAMA ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს

სამშენებლო კომპანია Apart Development-მა თავისი უნიკალური პროექტით ახალი სული შთაბერა ძველ თბილისს ისე

2021 წლის 7 მაისი

მეტი

card

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ახალი წევრი - "აპარტ დეველოპმენტი"

გარდა დეველოპმენტი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შეუერთდა შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებადი კომპანია.

2021 წლის 20 მაისი

მეტი

card

რა გეგმები აქვს “აპარტ დეველოპმენტს”?

40 ათასი კვადრატულის მშენებელმა კომპანია აპარტ დეველოპმენტმა ოფისი გახსნა.

2022 წლის 23 ივნისი

მეტი

card

ძველი ქალაქის პანორამა - ახალი სიცოცხლე ძველ თბილისში

თუ აქამდე არ იცოდით, ახლა შესანიშნავი დროა გაეცნოთ კომპანიას

12 თებერვალი 2021

მეტი

card

ჯანსაღი ამბიცია

300%–იანი ზრდა 2022–2023 წლებში – ბექა ხოფერიას „აპარტ დეველოპმენტის“ განვითარებისთვის კონკრეტული, გაზომვადი მიზანი აქვს დასახული.

2022 წლის 2 ნოემბერი

მეტი

card

ფესტივალი "კახეთის ჯაზი და ღვინო"

15-16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate), რიგით მეექვსე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“

2022 წლის 12 სექტემბერი

მეტი

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა