0%

გარემო, სადაც ვცხოვრობთ, უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე. გამწვანება და რეკრეაციული ზონების არსებობა კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია.

ხშირია ფაქტი, როდესაც დეველოპერები მხოლოდ საცხოვრებელი ფართების გაშენებაზე არიან ორიენტირებული, ხოლო გამწვანება და რეკრეაციული ზონების მოწყობა მათთვის მეორეხარისხოვანია. თუ გსურთ, თქვენი საცხოვრებელი გარემო იყოს კეთილმოწყობილი და ჰარმონიული, აუცილებლად დასვით დეველოპერთან კითხვა – მოიცავს თუ არა სამშენებლო პროექტი რეკრეაციულ ზონებს?

მსოფლიო ურბანიზაციის პროცესში, მაშინ, როდესაც ქალაქები სავსეა მანქანებით, გამონაბოლქვით, მიმდინარე თუ ახალი მშენებლობებით, გაჩნდა მოთხოვნა, რომელიც ექსტერიერის გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობის აუცილებლობას გულისხმობს.

მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების შემცირების მთავარი მიზეზი ურბანიზაციაა. 1992 წლიდან მოყოლებული, ურბანული სივრცეები გაორმაგდა, გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 68% ქალაქში იცხოვრებს, რაც ეკოსისტემას კიდევ უფრო დატვირთავს.

საქართველოში გამწვანებული ტერიოტორიები შემაშფოთებლად მცირდება. ლოგიკურია, ეს ფაქტი ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობაზე აისახება. მეტი მწვანე სივრცე კი მშვიდი და ჯანსაღი სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გარანტია.

ადამიანი 9,5 ტონა ჰაერს სუნთქავს წელიწადში, მაგრამ აქედან ჟანგბადის წილი 23%-ია. ჩვენ ამოსუნთქვისას მესამედზე ოდნავ მეტ ჩასუნთქულ ჟანგბადს ვათავისუფლებთ. აქედან გამომდინარე, წელიწადში 740 კილოგრამი ჟანგბადი გვჭირდება, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, შვიდი ან რვა ხის ტოლფასია.

აპარტ დეველოპმენტი ზრუნავს მობინადრეების არა მხოლოდ ფიზიკურ კომფორტზე, არამედ მათთვის ქმნის ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს. ამიტომაც პროექტ Old City Panorama-ს ერთ-ერთი პრიორიტეტი რეკრეაციული ზონის გაშენებაა, რომელიც 1700 კვ.მ სივრცეზე იქნება განთავსებული. კომპლექსი მდებარეობს ნაკლებად ხალხმრავალ, მშვიდ უბანში და შესაბამისად, მცირეა გამონაბოლქვიც.

მსოფლიოში ეკო-მეგობრული ტენდენცია შეინიშნება, ჩვენც მისი შემადგენელი ნაწილი ვართ, ამიტომ მნიშვნელოვანია ტემპს ფეხი ავუწყოთ და მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ეკოსისტემის გაუმჯობესებასა და უკეთესი მსოფლიოს შექმნაში.

ბლოგი

სხვა სტატიები

card

ფერთა ფსიქოლოგია ინტერიერის მოწყობისას

სრულყოფილება ნამდვილად რომ დეტალებშია, არაერთხელ დამტკიცდა სხვადასხვა მეცნიერისა

0

card

რატომ ითვლება უსაფრთხო საინვესტიციო სფეროდ უძრავი ქონება?

ჭეშმარიტი მოცემულობაა, რომ უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სწორი, უსაფრთხო და საიმედო სფეროა ინვესტიიციისთვის.

0

card

როგორია გადახდის პირობები, თბილისში ბინა შეძენის შემთხვევაში?

ბინის შეძენა, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყოს, დეველოპერები

0

card

როგორ უნდა შეიძინოს ბინა საქართველოში, ემიგრაციაში მყოფმა პირმა?

ის, რაც ადრე შეუძლებელი გვეგონა, დღეს ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა - კომუნიკაციის მთავარი საშუალებები

0

card

როგორ ნიადაგზე შენდება კორპუსი?

ადგილის განსაზღვრა და მიწის სამუშაოების სწორად ჩატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმაში დასაწრმუნებლად,

0

card

როგორ მოვაწყოთ აპარტამენტი სასტუმროს სტილში?

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებში,

0

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა