გამოძახება
კონტაქტები
დატოვეთ მოთხოვნა და ჩვენ დაგირეკავთ 10 წუთში!
ადგილის განსაზღვრა და მიწის სამუშაოების სწორად ჩატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმაში დასაწრმუნებლად, რომ მშენებლობა მყარ ნიადაგზე მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ადგილის განსაზღვრაა, მეორე – ადგილის გასწორება, შემდეგ კი სამშენებლო სამუშაოების წამოწყება.
როგორ ნიადაგზე შენდება კორპუსი? – ჩვენი მესამე ბლოგის თემაა;
მშენებლობამ პირველ ეტაპზე გეოლოგიური დასკვნა უნდა აიღოს, რაც ნიშნავს, რომ მშენებლობის ადგილზე ფიზიკურ, გეოლოგიურ პროცესებს (ზვავებს, ჩაქცევებს და ეროზიას) ადგილი არ აქვს და რომ მიწის სიმყარე მშენებლობის დასაწყებად მისაღებია.
გეოლოგიური დასკვნისთვის, სპეციალისტები ურბანულ ტერიტორიებზე ახდენენ ტექნოგენურ-ბუნებრივი პროცესების მონიტორინგს; მიწის ფართობების ასათვისებლად, სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების საშიშროების აცილების მიზნით წინმსწრები, საინჟინრო, გეოლოგიური დასკვნები მზადდება.
აპარტ დეველოპმენტის პროექტს Old City Panorama უკვე მიღებული აქვს გეოლოგიური დასკვნა, რომლის გარეშეც სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა.მშენებლობის დაწყებისას და მიმდინარე პროცესში ასევე მნიშვნელოვანი და საჭიროა გეოდეზიური სამუშაოები.
რა არის გეოდეზია? – ის ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს: geō-მიწას daisia-დაყოფა, დედამიწის დაყოფას. გეოდეზია საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა დარგია, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ტოპოგრაფიულ ელემენტთა სივრცულ განლაგებას და ზომას.
თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დარწმუნდით, რომ ობიექტს, სადაც ცხოვრებას აპირებთ, ნიადაგთან დაკავშირებული ყველა საფეხური გავლილი აქვს. Old City panorama-ს ობიექტზე უკვე ჩატარდა გეოდეზიური სამუშაოები. სამშენებლო მოედნიდან გამოტანილია ქვაღორღი, ნაყარი მიწა და დასულია კლდოვან ქანზე. ასეთ ნიადაგზე შენება კი არის იმის გარანტიაა, რომ შენობა მყარ გრუნტზე და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს.