გამოძახება
კონტაქტები
დატოვეთ მოთხოვნა და ჩვენ დაგირეკავთ 10 წუთში!
ხშირ შემთხვევაში, საქართველოში ბინას უცხოეთის მოქალაქეები ყიდულობენ. მათ მიზანს, ძირითადად წარმოადგენს, თბილისსა და საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადება. ზოგადად, უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი საინვესტიციო ინსტრუმენტია, რასაც მრავალი უპირატესობა გააჩნია:
შეგვიძლია, OLD CITY PANORAMA-ს მაგალითზე განვიხილოთ, თუ როგორ უნდა გახდეთ რეზიდენტი საქართველოში ბინის შეძენის შემთხვევაში.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, ფლობს საკუთრებას უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. შესაბამისად, Old City Panorama-ს კომპლექსში მინიმუმ 75 კვ.მ აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში გეძლევათ უფლება, გახდეთ საქართველოს რეზიდენტი 1 წლის ვადით.
დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა არანაკლებ 6 თვით და არა უმეტეს 1 წლის ვადით. მისი გახანგრძლივება დამატებით 5 წლამდე ვადით შეიძლება.
მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონება ის იშვიათი საინვესტიციო ინსტრუმენტია, რისთვისაც ბანკიდან სესხის აღება საკმაოდ მარტივია. იპოთეკური სესხების პროცენტი შედარებით დაბალ დონეს ინარჩუნებს, ამასთანავე ბანკების მხრიდან მაღალ სანდოობას და სესხების გაცემის მზადყოფნას განაპირობებს. დროთა განმავლობაში უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლების წილი იზრდება, თუ ბინას მშენებარე პროექტში შეიძენთ, უძრავი ქონების ფასი პროექტის განვითარების ყოველ ეტაპზე გაიზრდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტაბილურად მზარდია ქირის გადასახადი გრძელვადიან პერიოდში, რაც საერთო ჯამში ინვესტიციიდან მიღებულ სარგებელს კიდევ უფრო ზრდის.
● თუ უძრავ ქონებას იპოთეკური სესხის საშუალებით ყიდულობთ და სესხის ხარჯებს მიღებული შემოსავლებისგან მიღებული თანხა აღემატება, ბინა თვითონ ,,ამოიღებს თავს’’ და თქვენ ზედმეტი ხარჯისგან გათავისუფლდებით.
როგორც წინა ბლოგში აღვნიშნეთ, ამისთვის შეგიძლიათ დაიხმაროთ ფინანსური ფორმულა ROI რომ წინასწარ მარტივად გამოთვალოთ განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი.
უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადებას მრავალი დადებითი მხარე აქვს, რასაც შეუძლია არა ერთი სარგებელი მოგიტანოთ, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი რეზიდენტობის უფლებაა უცხოელებისთვის. ასე რომ დროა იფიქროთ ისეთ გონივრულ ინვესტიციაზე, როგორიც ოლდ სითი პანორამაში აპარტამენტის შეძენაა, სადაც დაგხვდებათ ყველაფერი, თქვენი კომფორტისთვის.