0%

ArchFrame არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების პლატფორმა არქიტექტურის სფეროში. ჟიური თავად იძიებს პროექტებს მსოფლიო მასშტაბით, რომლიც გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურული ტექნოლოგიებით, პასუხობს გლობალიზაციის მოთხოვნებს, ორგანულად ერწყმის გარემოს და აქვს ეფექტური ვიზუალი.

ArchFrame Award-ის გვერდზე, 2021 წლის გამარჯვებულების სიაში შეხვდებით არა ერთ გამორჩეულ და საინტერესო არქიტექტურულ ნამუშევრებს მთელი მსოფლიოდან. მათ შორის კი არის 3 პროექტი საქართველოდან, რომელიც კომპანია ,,არტიტექსის’’ გუნდის ნამუშევარია.

Old City Panorama – სთან დაკავშირებით, საიტზე ვკითხულობთ შემდეგ ინფორმაციას:

თბილისი არის ქალაქი, სადაც ურბანული განვითარების თვალსაზრისით პრიორიტეტულია უძრავი ქონების არქიტექტურის ადაპტაცია არსებულ გარემოსთან, ლანდშაფტის გათვალისწინებით, მიმდებარე შენობების იარსახის შენარჩუნება, რაც უმეტეს შემთხვევაში მოითხოვს გამორჩეულ და უნიკალურ მიდგომას.

ქალაქი განთავსებულია ტერასულ რელიეფზე, რაც ინდივიდუალურ არქტიტექტურულ გადაწყვეტას მოითხოვს. ამგვარი მიდგომა ლანდშაფტს მრავალფეროვანს, მიმზიდველს და საინტერესოს ხდის ყველა ტიპის შენობისთვის.

ჩამოკიდებული ბაღები, ავტომატური სარწყავი სისტემით ხელს უწყობს ლანდშაფტის ვერტიკალურ განვითარებას და ესთეტიურად ერწყმის შენობის ექსტერიერს. ბეტონის მასიური შენობების ნაცვლად, Old City Panorama-ს პროექტი ქალაქს სძენს ახალ იერს და ხელს უწყობს თბილისის არქიტექტურულ განვითარებას.

შენობის ძირითადი ნაწილი 4 სართულისგან შედგება, რომელიც ვერტიკალურადაა განთავსებული რელიეფის უმაღლესი წერტილის ღირშესანიშნაობაზე. შენობის დანარჩენი ნაწილი შესაბამისად ადაპტირებულია ტერასულ ლანდშაფტზე, რაც ფერდობზე დამატებით 4 სართულს ქმნის.

შენობა მოიცავს როგორც საცხოვრებელ ბინებს ასევე კომერციულ ფართებს. არის 2 ტიპის საცხოვრებელი ფართი, ბინები და ე.წ. ‘’Town House’’ მსგავსი ფართები.

საცხოვრებელი კორპუსები ერთმანეთთან დაკავშირებულია ხიდებით. თანამედროვე ცხოვრების წესის გათვალისწინებით, საერთო ფართები თბილისის საცხოვრებელ კომპლექსებში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რაც ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირებასა და სიახლოვეს და ურთიერთობით სიამოვნებას ანიჭებს. თითოეულ შენობას აქვს ბრტყელი გადახურვა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. ,,გადავწყვიტეთ მწვანე გადახურვის პრინციპით, გარე საცურაო აუზით წავსულიყავით ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისა და პოპულარიზაციისთვი’’ს – ამბობს პროექტის არქიტექტორი დადუნა შათაშვილი. .

ასეთი არქიტექტურული გადაწყვეტა და დიზაინი ეხმარება ქალაქს შეინარჩუნოს ბუნებრივი ლანდშაფტის იერსახე, ამავდროულად სახურავს მატებს ფუნქციონალურობას. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა ძალიან საჭიროა ქალაქის ურბანული განვითარებისთვის, როგორც ფუნქციურად, ასევე ესთეტიურად.

Winner – Archframe Design Awards 2021
Design Firm – Artytechs
Project Title – Old City Panorama
Project Category – Housing Multi-Family
Status – Unbuilt
Architect/Designer – Darejan (Daduna) Shatashvili
Design Team – George Lezhava, George volski
Practice – Professional Architect
Country – Georgi

ბლოგი

სხვა სტატიები

card

ფერთა ფსიქოლოგია ინტერიერის მოწყობისას

სრულყოფილება ნამდვილად რომ დეტალებშია, არაერთხელ დამტკიცდა სხვადასხვა მეცნიერისა

0

card

რატომ ითვლება უსაფრთხო საინვესტიციო სფეროდ უძრავი ქონება?

ჭეშმარიტი მოცემულობაა, რომ უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სწორი, უსაფრთხო და საიმედო სფეროა ინვესტიიციისთვის.

0

card

როგორია გადახდის პირობები, თბილისში ბინა შეძენის შემთხვევაში?

ბინის შეძენა, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყოს, დეველოპერები

0

card

როგორ უნდა შეიძინოს ბინა საქართველოში, ემიგრაციაში მყოფმა პირმა?

ის, რაც ადრე შეუძლებელი გვეგონა, დღეს ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა - კომუნიკაციის მთავარი საშუალებები

0

card

როგორ ნიადაგზე შენდება კორპუსი?

ადგილის განსაზღვრა და მიწის სამუშაოების სწორად ჩატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმაში დასაწრმუნებლად,

0

card

როგორ მოვაწყოთ აპარტამენტი სასტუმროს სტილში?

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებში,

0

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა