გამოძახება
კონტაქტები
დატოვეთ მოთხოვნა და ჩვენ დაგირეკავთ 10 წუთში!
„Jazz and Wine Kakheti“-ის სტუმრებისთვის ქართული ღვინის 20-ზე მეტ მწარმოებელს, ამერიკელი მეღვინე ნათან ზინდერი შეუერთდება (როკლენდის ფერმა და მეღვინეობა Nathan Zeender from Rockland Farms and Winery), მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე მათ საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო. სტუმარი ქვეყნის შეფმზარეული მეთიუ დოლანი კი (Chef Matthew Dolan), სტუმრებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდება.
წინანდლის მამულში ჯაზისა და ღვინის ფესტივალი 13.00 ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება.
ფესტივალის პროგრამა:
15:00 ამფითეატრი – ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრო სვინგის დედოფლად წოდებულ ელის ფრანსისს მოუსმინონ https://youtu.be/Y_RvfQrNhiE ALICE FRANCIS “Queen of Electro Swing”
20.00 ბოლრუმში გაიმართება, ახალგაზრდა ჯაზ კომპოზიტორის ჯილდოს მფლობელი, კეილი ოდოერტის კვინტეტის კონცერტი, https://youtu.be/WRRXKCF-NkY CALI O’DOHERTY Quintet
22.00 ამფითეატრის სცენაზე კი გერმანული ლეგენდარული ჯგუფი „დი-ფაზი“ წარსდგება, რომელიც წელს თავის 25 წლის საიუბილეო ტურის ფარგლებში სტუმრობს წინანადალს : https://youtu.be/WsHY_4RW0_Y DE-PHAZZ
ფესტივალის დიჯეი: დათუნა მაჩაიძე
წლევანდელი ფესტივალის სიახლე იქნება „ჯაზი ბავშვებისთვის“.
16 ოქტომბერს, 10.00 ბოლრუმში, კეილი ოდოერტის კვინტეტი ბავშვებს ჯაზის სამყაროში კარს შეუღებს. ფესტივალის პატარა სტუმრებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით. კეილი, ამერიკაში, ლინკოლნ ცენტრში, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ჯაზის განათლების პროგრამაზე მუშაობს.
ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი. ოფიციალური სპონსორი ვიზა სპონსორი კომპანიებია: პორშე, აპარტ დეველოპმენტი. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია და აშშ საელჩო. მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TVიმედი, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ პლატფორმა მარკეტერი. ტექნიკური მხარდამჭერები: „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი.“
ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.