0%

თუ აქამდე არ იცოდით, ახლა შესანიშნავი დროა გაეცნოთ კომპანიას, რომელსაც არ ეშინია 2020 წლის გამოწვევების. „აპარტ დეველოპმენტი“ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა, იოლად მოიკიდა ფეხი და 2020 წელს ბუხაიძის ქუჩაზე ახალი პროექტის მშენებლობა დაიწყო. პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს მისცემს ძველ თბილისს, იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მალევე მიიპყრო ბრიტანული გამოცემის ყურადღება. კომპანიის მიერ შექმნილი ბინები გამოირჩევა დახვეწილი გარე და შიდა დაგეგმარებით. ის მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ახალ შეთავაზებებს. GEORGIA TODAY “აპარტ დეველოპმენტის” დამფუძნებელს ბექა ხოფერიას პროექტზე “ძველი ქალაქის პანორამა” ესაუბრა.

ფეხბურთიდან ფოტოგრაფიამდე, პოლიტიკით გატაცებიდან მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო ფონდის დაარსებამდე – ბატონი ხოფერიას ცხოვრება ფერადი და მრავალფეროვანი იყო. ჩვენ მას ვკითხეთ, თუ როგორ დააარსა „აპარტ დეველოპმენტი”.

„2016 წელს ვიყავი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის “Greenlife”-ის დირექტორი, რის წყალობითაც დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მუშაობა როგორც მენეჯმენტის, ისე ზოგადად სამშენებლო სფეროში. კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა – გოდერძი ოსიპოვმა – მომცეს ფასდაუდებელი ცოდნა და უდიდესი როლი ითამაშეს ჩემს წარმატებაში.

გვიამბეთ კომპანია „აპარტ დეველოპმენტის“ შესახებ.

2019 წელს მე და ჩემმა მეგობარმა ჯაბა იოსელიანმა დავაარსეთ დეველოპერული კომპანია აპარტ დეველოპმენტი, 2020 წელს კი სამშენებლო კომპანია „აპარტ კონსტრაქშენი“. იმავე წელს Showroom Georgia-სთან და Apart Group-თან ერთად დავაფუძნეთ სარემონტო და დიზაინერული კომპანია „აპარტ შოურუმი“. ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი ბუხაიძის ქუჩაზე იდეალურად ჯდება ძველი თბილისის არქიტექტურულ სტილში თავისი ულამაზესი ხედებით. გარდა ამისა, ეს ბინები სრულად აკმაყოფილებენ მოსახლეობის საჭიროებებსა და სურვილებს.

გვიამბეთ ახალი პროექტის Old City Panorama-ს შესახებ?

ვინაიდან წინა პროექტის ფარგლებში აშენებული ბინები ძალიან სწრაფად გაიყიდა, დავიწყეთ ძველი ქალაქის პანორამაზე მუშაობა. ის მდებარეობს ბუხაიძის ქუჩაზე, თბილისის ისტორიულ ნაწილში. ჩვენი მიზანია იდეალურად შევახამოთ პროექტის იერსახე უფრო ფართო ურბანულ დაგეგმარებასთან, რის გამოც პროექტი “ძველი ქალაქის პანორამა” მოიცავს სამ შენობას და მხოლოდ რვა სართულს. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ახლოს არის მრავალი ღირსშესანიშნაობა: ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – სამების საკათედრო ტაძარი – სასტუმროდან სულ რაღაც 250 მეტრში, მეტეხის ისტორიული ციხე-სიმაგრე და ტაძარი, ასევე ნარიყალასა და რიყის პარკი.

კიდევ ერთი უპირატესობაა ძველი თბილისის განსაცვიფრებელი ხედი და სიმწვანე. ჩვენ გვაქვს ცალკე ეზოები პირველ სართულზე მცხოვრებთათვის, რომლებიც ცხოვრობენ “თაუნჰაუსის” ტიპის სახლებში . ტერიტორიაზე არის საცურაო აუზი, სპა, სპორტული დარბაზი და ყავის ბარი. ბინები ქირავდება როგორც “მწვანე კარკასის” მდგომარეობაში ასევე სრული რემონტით. ბინა კომპლექსში ბინის ყიდვა ჭკვიანური ინვესტიციაა, რადგან ჩვენ კლიენტებს, სხვა საკითხებთან ერთად, სურვილის შემთხვევაში ვთავაზობთ გაქირავების მომსახურებას, რაც ნიშნავს, რომ ბინის მფლობელს შეუძლია თავისი ქონება დიდი ძალისხმევის გარეშე აქციოს შემოსავლის წყაროდ.

როგორ მიიპყრო ძველი ქალაქის პანორამამ საერთაშორისო ონლაინ არქიტექტურული გამოცემის ყურადღება?

ახალმა პროექტმა Old City Panorama-მ ძველ თბილისში მიიპყრო ბრიტანული გამოცემის „e-architect“-ის ყურადღება პროექტის ხარისხითა და მნიშვნელობით, რაც ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. გამოცემა წერდა, რომ ძველი ქალაქის პანორამა მშვენივრად ჯდება ქალაქის არქიტექტურულ სტილსა და ლანდშაფტში, რაც ხშირად მოითხოვს ორიგინალურ და განუმეორებელ არქიტექტურულ მიდგომას. ასევე წერენ, რომ კომპლექსში განთავსებული სპა, საცურაო აუზი და ფიტნეს ცენტრი ხელს შეუწყობენ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

გვიამბეთ კომპანიის სამომავლო გეგმებზე.

ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ პროგრესისკენ სწრაფვა, წვლილი შევიტანოთ თბილისის ურბანულ განვითარებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ გვინდა ძველი თბილისის სხვა უბნებიც დავიკავოთ, შევცვალოთ დაზიანებული შენობები ახალი საცხოვრებელი კომპლექსებით, რაც იქნება ძველისა და ახალი თბილისური არქიტექტურული სტილის შეხამების საუკეთესო მაგალითი . ჩვენ გვსურს ძველ თბილისს ახალი სიცოცხლე მივცეთ და შევქმნათ სერვისი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე. აპარტ დეველოპმენტი ძველ თბილისში ცხოვრების ახალ სტილს შექმნის.

ინტერვიუ მარიამ მთივლიშვილთან, ანა დუმბაძის თარგმანი

სიახლეების ბმული

სიახლეები

ბოლო სიახლე

card

ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს

ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს - ინტერვიუ ბექა ხოფერიასთან.

2023 წლის 27 ივნისს

მეტი

card

#OK! OLD CITY PANORAMA ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს

სამშენებლო კომპანია Apart Development-მა თავისი უნიკალური პროექტით ახალი სული შთაბერა ძველ თბილისს ისე

2021 წლის 7 მაისი

მეტი

card

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ახალი წევრი - "აპარტ დეველოპმენტი"

გარდა დეველოპმენტი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შეუერთდა შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებადი კომპანია.

2021 წლის 20 მაისი

მეტი

card

რა გეგმები აქვს “აპარტ დეველოპმენტს”?

40 ათასი კვადრატულის მშენებელმა კომპანია აპარტ დეველოპმენტმა ოფისი გახსნა.

2022 წლის 23 ივნისი

მეტი

card

ჯანსაღი ამბიცია

300%–იანი ზრდა 2022–2023 წლებში – ბექა ხოფერიას „აპარტ დეველოპმენტის“ განვითარებისთვის კონკრეტული, გაზომვადი მიზანი აქვს დასახული.

2022 წლის 2 ნოემბერი

მეტი

card

ფესტივალი "კახეთის ჯაზი და ღვინო"

15-16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate), რიგით მეექვსე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“

2022 წლის 12 სექტემბერი

მეტი

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა