0%

რა კრიტერიუმებით არჩევთ ბინას? ალბათ პირველ რიგში ფიქრობთ ადგილმდებარეობაზე-რა უბანში შენდება პროექტი. შემდეგ ადგილზე- ხმაურიანია თუ მშვიდი, ახლოსაა ქალაქის ცენტრთან, თუ მოშორებით და რა მდებარეობს მის გარშემო.

დაგვეთანხმებით, უფრო მიმზიდველია იცხოვრო მშვიდ და მყუდრო გარემოში , მეტი გამწვანებით. თბილისში კი ასეთი ადგილის და პროექტების მოძიება საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგნეს. ძირითადად აშენებენ ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ნაკლები სიმწვანე, მეტი ხმაური და გამონაბოლქვია.

ძველ თბილისში ბინის შეძენას არაერთი უპირატესობა აქვს. აქ არათუ ნაკლებად, არამედ საერთოდ არ შეგხვდებათ ე. წ ბეტონის ჯუნგლები, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდოგმაროების თუ ქაოტური არქიტექტურული მდგომარეობის გათვალისწინებით, ძველი თბილისის ქუჩები თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ უპირატესად.

ძველ უბნებს ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს ქალაქის ისტორიული იერსახე, არქიტექტურა, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ. ჩვენს ქალაქს რომ განსაკუთრებული სული აქვს, ამაში სწორედ მაშინ დარწმუნდებით, როცა ძველ უბნებში მოხვდებით. ეს ფაქტი კი, არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა. შესაბამისად, ძველ თბილისში ბინის შეძენა ორმაგად მომგებიანია, რადგან პირადი სიამოვნების გარდა, შეგიძლიათ უძრავი ქონება შემოსავლის წყაროდაც აქციოთ.

მოგეხსენებათ ძველი თბილისის პატარა ქუჩები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამავდროულად ძალიან აქტიურია.ავლაბარი, რიყე ნარიყალა,ლესელიძე, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი, ორბელიანის მოედანი, ახალი და ძველი აღმაშენებელი… ასე რომ ტურისტული მარშრუტიც შედგენილია, თქვენ კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი გმართებთ, ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა და სტუმრების მიღება სხვადასხვა ქვეყნიდან.

კიდევ უფრო გიმარტივდებათ საქმე,თუ ისეთ კომპლექსში შეიძენთ ბინას, სადაც თავად შემოგთავაზებენ გაქირავების სერვისსაც.

ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ჩვენ ამ საკითხზეც ვიზრუნეთ და OLD CITY PANORAMA ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, იქნება ეს გამორჩეული ადგილმდებარეობა, მშვიდი გარემო, სიმწვანე თუ განსაკუთრებული სერვისები, რომელიც დაგეხმარებათ უძრავი ქონების შემოსავლის წყაროდ გადაქცევაში. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და სჯობს თავად იხილოთ ის გამორჩეული პანორამული ხედები, რომელიც მხოლოდ ამ კომპლექსიდან იშლება.

რა უპირატესობები აქვს ძველ თბილისში ბინის შეძენას?თუ კი საკითხს შევაჯამებთ, მივხვდებით, რომ ძველ თბილისში უძრავ ქონებას მრავალი სიკეთე მოაქვს.მშვიდი გარემო – რაც დადებითად აისახება ჩვენს ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მატერიალური კეთილდღეობა და გარდა ამისა – საშუალება ჩაერთოთ მნიშვნელოვან საქმეში და ჩვენთან ერთად ძველ თბილისს ახალი სიცოცხლე შესძინოთ.

ბლოგი

სხვა სტატიები

card

ფერთა ფსიქოლოგია ინტერიერის მოწყობისას

სრულყოფილება ნამდვილად რომ დეტალებშია, არაერთხელ დამტკიცდა სხვადასხვა მეცნიერისა

0

card

რატომ ითვლება უსაფრთხო საინვესტიციო სფეროდ უძრავი ქონება?

ჭეშმარიტი მოცემულობაა, რომ უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სწორი, უსაფრთხო და საიმედო სფეროა ინვესტიიციისთვის.

0

card

როგორია გადახდის პირობები, თბილისში ბინა შეძენის შემთხვევაში?

ბინის შეძენა, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყოს, დეველოპერები

0

card

როგორ უნდა შეიძინოს ბინა საქართველოში, ემიგრაციაში მყოფმა პირმა?

ის, რაც ადრე შეუძლებელი გვეგონა, დღეს ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა - კომუნიკაციის მთავარი საშუალებები

0

card

როგორ ნიადაგზე შენდება კორპუსი?

ადგილის განსაზღვრა და მიწის სამუშაოების სწორად ჩატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმაში დასაწრმუნებლად,

0

card

როგორ მოვაწყოთ აპარტამენტი სასტუმროს სტილში?

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებში,

0

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

შეარჩიეთ ბინა