გამოძახება
კონტაქტები
დატოვეთ მოთხოვნა და ჩვენ დაგირეკავთ 10 წუთში!
თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებში, მობინადრეები, ხშირად, ბინის შეძენისას აქცენტს აკეთებენ მცირე ზომის ფართებზე, რადგან სწორედ ასეთი აპარტამენტების მორგება საინვესტიციო მიზნებისთვის, ძალიან მომგებიანი და გამართლებულია.
როგორ შეგვიძლია აპარტამენტის სასტუმროს ოთახს დავამსგავსოთ? ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი, რომელიც რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს:
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სახლის გარემოც, რაც კიდევ უფრო დიდ კომფორტს შეუქმნის აპარტამენტის სტუმრებს.
სწორად შეარჩიეთ საწოლი
გარდა ზემოთ აღნიშნული დეტალებისა, მაღალი დონის სასტუმროებს შეუძლიათ შეგიქმნან კომფორტი და წინა დღის დაღლილობის მიუხედავად, ენერგიით სავსემ გაიღვიძოთ. სწორედ ამ განცდის შექმნისთვის, მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სწორი და კომფორტული საწოლი და მისი აღჭურვილობა (ქვეშაგები, ბალიში, საბანი და ა.შ).
ბალიშების განლაგება
საწოლზე ბალიშების განლაგება და რაოდენობა მნიშვნელოვანია. ის ოთახში მეტ სიმყუდროვეს ქმნის. ბალიშებს ასევე დეკორაციული დატვირთვაც აქვს, პრაქტიკულია, საწოლს კი უფრო რბილ და სასიამოვნო ელფერს სძენს. მოათავსეთ რამდენიმე ზომის რბილი ბალიში საწოლზე და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი სტუმრებისთვის დილა, განსაკუთრებული იქნება.
გამოიყენეთ ხელოვნების ნიმუშები
ნახატი, თუ სხვა ხელოვნების ნიმუშის შეტანა ინტერიერში, მეტ ღირებულებას შესძენს აპარტამენტს, შემატებს ინდივიდუალიზმს და სტუმრებს სიმშვიდის განცდას მიანიჭებს. ამ გზით აპარტამენტი უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება დამსვენებლებისთვის.
შეიტანეთ თეთრი ფერი ინტერიერში
დეტალებისთვის გამოიყენეთ თეთრი ფერი. თეთრეულით, პირსახოცით, ხალათით, მაგიდის თუ საწოლის გადასაფარებლით, ხაზს გაუსვამთ მის სისუფთავეს და ინტერიერს მეტად ესთეტიურ ეფექტს შესძენთ.
ბოლოსკენ კი შეგახსენებთ, რომ Old City Panorama-ს კომპლექსში, კომპანია აპარტ დეველოპმენტი თავად უზრუნველყოფს გაქირავების სრულ სერვისს მობინადრეებისათვის, ვინც ბინა სწორედ ამ მიზნით შეიძინა ან ახლა აპირებს.