თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემის მოგვარების მიზნით, პროგრამის შექმნა დაავალა. კახა კალაძის თქმით, სხვა უბნებში უკვე მიმდინარეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, თუმცა, საჭიროა, შემუშავდეს მიდგომა ისტორიულ არეალებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობებისთვის. თავის მხრივ, ვიცე-მერმა განმარტა, რომ ისტორიულ უბნებში K2 კოეფიციენტი არ გაიზრდება და შესაძლოა, ინვესტორებს ავარიული სახლის გამოსყიდვის, ან რეაბილიტაციის სანაცვლოდ, სხვა უბანში, კოეფიციციენტის გაზრდა შესთავაზონ. ხმალაძის თქმით, მუშავდება სხვა ვერსიაც, თუმცა ჯერ ამის თქმა არ შეუძლია.

რა შემთხვევაში შეიძლება ბიზნესი მერიის ახალი პროგრამით დაინტერესდეს? – ეს კითხვა BM.GE-მ იმ კომპანიის წარმომადგენელს დაუსვა, რომელსაც დედაქალაქის მასშტაბით ისტორიულ არეალებში ავარიული შენობების ჩანაცვლების გამოცდილება აქვს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ დღეს ერთ-ერთი პრობლემური საკითხი მოსახლეობასთან კომუნიკაციაა, სადაც მერიის ჩართულობა პროცესებს გაამარტივებს.

“აპარტ დეველოპმენტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლება დაიწყო. იმისთვის, რომ ჩვენთვის კომერციულად საინტერესო ყოფილიყო ეს პროექტები, აქცენტი გავაკეთეთ არა მრავალბინიან კორპუსებზე, არამედ დაბალი განაშენიანების მრავალფუნქციურ კომპლექსებზე, სადაც ხარისხია მნიშვნელოვანი და არა რაოდენობა. თუმცა იმისთვის, რომ სხვა ბიზნეს სუბიექტებისთვისაც საინტერესო გახდეს, ვფიქრობ, რომ მერიის ინიციატივა თუ გარდაიქმნება ხელშემწყობ პროგრამად.

არსებობს საკმაოდ ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც განსაკუთრებით ისტორიულ უბნებში კიდევ უფრო მეტად გართულებულია და ეს აფერხებს დროში პროცესების განხორციელებას. ერთ-ერთი მწვავე საკითხი არის მოსახლეობასთან მოლაპარაკება, რადგან მათი მხრიდან ხშირია ხოლმე არარელევანტური მოთხოვნები. ვეღარ შევდივართ ახალ ობიექტებზე და პრობლემაც მოუგვარებელი რჩება. ამ ნაწილში თუ მერია შუამავლის როლს იკისრებს, ძალიან კარგი იქნება”, – ამბობს “აპარტ დეველოპმენტის” აღმასრულებელი დირექტორი თათა დგებუაძე.

მისი თქმით, თავად ისტორიულ უბნებში შენობების ჩანაცვლებაში კომერციულ ინტერესს არა საცხოვრებელ ბინებში, არამედ კომერციულ ფართებსა და სხვა მომსახურებების შესრულებაში ხედავენ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ K2-კოეფიციენტთან მიმართებით ცვლილებები იქნება, ეს დეველოპერების ინტერესს მსგავსი პროექტების მიმართ კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

“K2 კოეფიციენტი შემაფერხებელი ფაქტორია და ბუნებრივია ვერ მოხდება მაღალსართულიანი პროექტების განხორციელება, იმიტომ, რომ არსებობს სიმაღლის შეზღუდვა. ზუსტად ამიტომ ჩვენ ვფიქრობ, რომ ვიპოვეთ სწორი ნიშა და გავედით პრემიუმ სეგმენტზე, სადაც მომხმარებლის მხრიდან შეზღუდული რაოდენობის ბინებზეა და აქცენტი ჩვენი მხრიდან კეთდება უფრო მომსახურების ნაწილზე, რასაც ჩვენი კომპანია სთავაზობს. ცხადია თუ კოეფიციენტის გადახედვა მოხდება, რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ ბიზნესსუბიექტს დააინტერესებს”, – აცხადებს “აპარტ დეველოპმენტის” აღმასრულებელი დირექტორი თათა დგებუაძე.

სიახლეების ბმული

სიახლეები

ბოლო სიახლე

card

#OK! ინტერვიუ თათა დგებუაძესთან

დიდი პასუხისმგებლობაა იყო წარმატებული ქალი, ვინაიდან, ბევრი გარშემომყოფისთვის მაგალითსა და მოტივაციის წყაროს წარმოადგენ.

2021 წლის 29 ნოემბერი

მეტი

card

გაბედული ნაბიჯი - ინტერვიუ ბექა ხოფერიასთან

„აპარტ დეველოპმენტი“ საქართველოს დეველოპერული ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი წარმომადგენელია.

2022 წლის 11 იანვარი

მეტი

card

“აპარტ დეველოპმენტმა” ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

“აპარტ დეველოპმენტმა” ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა - რომელია კომპანიის მიმდინარე პროექტები?

2022 წლის 26 ივნისი

მეტი

card

ფესტივალი "კახეთის ჯაზი და ღვინო"

15-16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate), რიგით მეექვსე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“

2022 წლის 12 სექტემბერი

მეტი

card

ჯანსაღი ამბიცია

300%–იანი ზრდა 2022–2023 წლებში – ბექა ხოფერიას „აპარტ დეველოპმენტის“ განვითარებისთვის კონკრეტული, გაზომვადი მიზანი აქვს დასახული.

2022 წლის 2 ნოემბერი

მეტი

card

ძველი ქალაქის პანორამა - ახალი სიცოცხლე ძველ თბილისში

თუ აქამდე არ იცოდით, ახლა შესანიშნავი დროა გაეცნოთ კომპანიას

12 თებერვალი 2021

მეტი

იხილეთ ყველა
Webmedia Georgia Development WebMedia
Webmedia Georgia შედით აგენტის ანგარიშში

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.