გამოძახება
კონტაქტები
დატოვეთ მოთხოვნა და ჩვენ დაგირეკავთ 10 წუთში!
ბინის შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას ხშირ შემთხვევაში ვდგებით არჩევანის წინაშე, რომელი უფრო ხელსაყრელია ჩვენთვის, შევიძინოთ ბინა დასრულებულ თუ მშენებარე კორპუსში. მიუხედავად იმისა, რომ ბინის შეძენა მშენებარე კორპუსში საკმაოდ აქტუალურია, მაინც არსებობს კითხვის ნიშნები და გადაწყვეტილების მიღების სირთულე.
სწორედ ამიტომ, ჩვენ დაგეხმარებით გაერკვეთ იმაში, თუ რა უპირატესობებით ისარგებლებთ მშენებარე პროექტში ბინის შეძენის შემთხვევაში და ზოგადად, რატომ უნდა შეიძინოთ ბინა მშენებარე კორპუსში.
პირველ რიგში, მშენებარე პროექტში ბინის შეძენის შემთხვევაში, სამშენებლო პროექტები მოქნილ გადახდის პირობებს გთავაზობენ, მაგალითად: შიდა უპროცენტო განვადება.
აპარტ დეველოპმენტში შიდა განვადების პირობები შემდეგია: ჩვენთან ბინის შეძენის შემთხვევაში გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ შიდა 15 თვიანი უპროცენტო განვადებით, პირველადი შენატანი 30%-ს შეადგენს დანარჩენი თანხა კი მომხმარებლის სურვილისამებრ ნაწილდება.
როგორც წესი, როდესაც ყიდულობთ ბინას მშენებარე პროექტში, დასრულებულ პროექტებთან შედარებით, ფასი საგრძნობლად დაბალია. ღირებულება პროპორციულად იზრდება მშენებლობის განვითარების ყველა ეტაპზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად არ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც ინვესტიციის გაკეთებას გეგმავთ, მოითხოვეთ ონლიან კონსულტაცია კომპანიის წარმომადგენლებთან. კომპანია აპარტ დეველოპმენტს ემიგრანტებისა და არა საქართველოს მოქალაქეებისათვის მათზე მორგებული, დისტანციური სერვისები აქვს, რაც გულისხმობს ლაივ ჩართვებს მშენებლობის პროცესიდან, ონალაინ კონსულტაციებს კლიენტისთვის ხელსაყრელ დროს, დახმარებას იურიდიულ საკითხებში, შუამდგომლობას პარტნიორ ბანკთან და ა.შ.
კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ მიმდინარე სამშენებლო პროცესს, გადაამოწმოთ გამოყენებული სამშენებლო მასალები და მათი ხარისხი, რაც დაგეხმარებათ დარწმუნდეთ კომპანიის და მშენებლობის სანდოობაში.
დასრულებული პროექტისგან განსხვავებით, შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, როგორ უნდა იყოს განლაგებული თქვენი ოთახები და სახლის ტიხრები, რაც მშენებლობის ეტაპზე უფრო ადვილად ლავირებადია, ვიდრე დასრულებული შენობის შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში, კომპანიების მიერ შემოთავაზებული სახლის დაგეგმარება იცვლება თქვენი სურვილისამებრ.
აპარტ დეველოპმენტის შემთხვევაშიც სწორედ ასეა, პროექტი და გეგმები, რომელიც მომზადებულია არქიტექტორების მიერ და განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, შესაძლებელია შეიცვალოს მომხმარებლის სურვილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
და თუ მაინც არ ხართ დარწმუნებული, რომ მშენებარე პროექტში ბინის შეძენა თქვენთვის საინტერესო და მისაღებია, არსებობს კიდევ ერთი ბერკეტი სანდოობაში დასარწმუნებლად. – ესტუმრეთ მოცემული სამშენებლო კომპანიების დასრულებულ პროექტებს. გაარკვიეთ, როგორი რეპუტაცია და იმიჯი აქვს კომპანიას, გადახედეთ ხელშეკრულებებს, რომელსაც პოტენციურ კლიენტებს სთავაზობენ, გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან, ბანკის თუ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ნებისმიერ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე და მხოლოდ ყველა დეტალში კარგად გარკვევის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.